Monday, March 15, 2010

პროექტის სახელი
c ჰეპატიტის პრობლემა საქართველოში

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით
რა ვიცით ამ საკითხის შესახებ,რას ნიშნავს c ჰეპატიტი

პროექტის სრული აღწერა
მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია c ჰეპატიტის შესახებ;როგორ გადაეცემა და როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა. მეორე ჯგუფი იკვლევს, თუ რა იციან თავიანთი ასაკის სხვა მოსწავლეებმა ამ დაავადების შესახებ. ადგენენ,როგორია ცოდნის დონე c ჰეპატიტის შესახებ.
მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს პროექტის ყველა ეტაპზე. ბავშვებისათვის განსაკუთრებით რთულია კვლევის მიზნის და მეთოდის განსაზღვრა.დახმარება ჭირდებათ უშუალო კვლევასა და მონაცემების ანალიზშიც.

მონაწილეთა ასაკი
VIII -კლასი.

ვადები / ხანგრძლივობა
ორი კვირა.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
მოსწავლე მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული საკითხის შესახებ;მოსწავლე ინფორმაციიდან გამოყოფს საკვანძო საკითხს; მოსწავლე განსაზღვრავს კვლევის მიზანს;მოსწავლე აფიქსირებს და აღრიცხავს მონაცემებს;

მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას
მოსწავლეები მოახდენენ შეგროვილი მასალის კლასიფიცირებას გამოკითხულთა პასუხების შინაარსის, გამოკითხულთა ასაკის, სქესის, სიციალური მდგომაერეობის მიხედვით. მონაცემები გაფორმდება ცხრილის და დიაგრამის სახით.
მოძიებულ მასალას მოვათავსებთ ბლოგზე.

სარგებელი სხვებისთვის
ერთმანეთისათვის მოპოვებული ინფორმაციის გაზიარება. ცოდნის დაგროვება.

სამუშაო ენა
ქართული.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან
პროექტში მოსწავლეები სხვა სკოლებიდან არ მონაწილეობდნენ.

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქიმია-ბიოლოგია;
მოსწავლე აანალიზებს მონაცემებს, ადარებს, ანგარიშობს, ავლებს პარალელს, წარმოადგენს, ცხრილის და დიაგრამის სახით.

პროექტის ფასილიტატორი
რუსუდან გაფრინდაშვილი

ფასილიტატორის ელ. ფოსტა
rusudangafrindashvili@gmail.com

პროექტის ფორუმი

პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი
rusudangafrindashvili.blogspot.com